ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერმა განიხილეს თანამშრომლობა და კავშირები, როცა ბერლინი ცდილობს გავლენის მოპოვებას რეგიონში, რომელიც ტრადიციულად, რუსეთის დომინანტურ სფეროდ მოიაზრება.

29 სექტემბერს შოლცმა ყაზაზეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის პრეზიდენტებს და თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტსა და სახალხო საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელს უმასპინძლა.


ერთი დღით ადრე, შოლცმა მოლაპარაკება ყაზახეთის პრეზიდენტ, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან გამართა მოლაპარაკება, რომლის დროსაც, გერმანიის კანცლერმა შეაქო ყაზახეთის ძალისხმევა, შეჩერდეს რუსეთისთვის უკრაინაში აგრესიის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა.

გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე გამართა მოლაპარაკებები ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან.