რუმინეთი იძიებს, დაარღვია თუ არა რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე - მედია

რუმინეთი იძიებს, დაარღვია თუ არა რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე 29-30 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე ბოლო თავდასხმის დროს, იტყობინება რუმინეთის საინფორმაციო საიტი Digi24 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.


სამინისტროს ცნობით, როდესაც რუსეთი უტევდა უკრაინის პორტებს მდინარე დუნაიზე, საჰაერო განგაშის სირენები გააქტიურდა რუმინეთის ახლომდებარე ქალაქ ტულჩეასა და გალათში, რადგან სარადარო სისტემებმა დააფიქსირეს არასანქცირებული ობიექტი, რომელიც ამ უკანასკნელისკენ მიემართებოდა რუმინეთის საჰაერო სივრცეში.


Reuters-ი 29 სექტემბერს წერდა, რომ რუმინეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინის საზღვართან აახლოებს. დამატებითი ზომები ოთხი ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავის განლაგებას და არასაფრენი ზონის გაფართოებას მოიცავს.


დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომების მიღებას აპირებს.

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა აღიარა, რომ რუმინელი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს მდინარე დუნაის მახლობლად და უკრაინის საზღვართან „შეშინებულია."