გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით, ოთხი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი რუმინეთში, ალიანსის საჰაერო მისიის გასაძლიერებლად განათავსა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ NATO ლიეტუვაში (Šiauliai) განათავსებს სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემით (AWACS) არის აღჭურვილი. ორი თვითმფრინავიდან პირველი, ლიეტუვაში დღეს, 28 სექტემბერს ჩავა. თვითმფრინავების მისია ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს მოიცავს. სადაზვერვო თვითმფრინავის მისიის მხარდასაჭერად, ლიეტუვაში NATO 150 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს.
2022 წლის თებერვლიდან NATO-ს AWACS-მა აღმოსავლეთ ევროპის თავზე, რუსული სამხედრო თვითმფრინავებზე მონიტორინგის მიზნით, ასობით ფრენა განახორციელა. AWACS უახლოეს დღეებში ადაზვერვო ფრენებს ალიანსის ტერიტორიაზე დაიწყებს.
მისია რამდენიმე კვირa გაგრძელდება. თვითმფრინავი ეკუთვნის NATO-ს საკუთრებაში არსებული 14 სადაზვერვო თვითმფრინავის ფლოტს, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული.
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენს AWACS-ს შეუძლია თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით, რაც მათ NATO-ს ადრეული გაფრთხილების ძირითად შესაძლებლობად აქცევს. მადლობას ვუხდი ლიეტუვას თვითმფრინავის მასპინძლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა NATO-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაიტმა.