უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, რადგან რაც უფრო ძლიერი იქნება ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მისი პოზიცია ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში თავდაცვის ინდუსტრიის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი.
„მხოლოდ გამბედაობა არ აჩერებს თვითმფრინავებს. მარტო გმირობა ვერ მოერევა რაკეტებს. უკრაინას სჭირდება შესაძლებლობები. მაღალი ხარისხი. მაღალი რაოდენობა. და სწრაფად. არ არსებობს თავდაცვა მრეწველობის გარეშე," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან შეაქო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მიღწევები და აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოებაში, დრონებიდან დაწყებული განაღმვითი აღჭურვილობით გაგრძელებული, უკრაინამ ინოვაცია მოახდინა „ელვის სისწრაფით."
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევს 28 სექტემბერს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.