შვეიცარია იტალიაში NATO-ს საჰაერო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
შვეიცარიის თავდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ცნობით, შვეიცარიის არმია 45 ჯარისკაცს გააგზავნის და ხუთი F/A-18 თვითმფრინავის გამოყენებით შვეიცარიელი პილოტები ცოდნას გაიღრმავებენ და მონაწილე სახელმწიფოებთან გამოცდილებას გაცვლიან.
NATO-ს საჰაერო წვრთნები სამხრეთ იტალიაში ოქტომბერში გაიმართება და იგი სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპაში.
საერთო ჯამში, მასში ცამეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, 70-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავით, 15 ვერტმფრენითა და 1500 ჯარისკაცით. შვეიცარია, რომელიც არ არის ნატო-ს წევრი, საჰაერო წვრთნებში NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის (PPP) პროგრამის ფარგლებში მონაწილეობს.