აშშ ჩინეთს განახლებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა პეკინი მისი გეგმების შესახებ, რომ ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვებს განაახლებს. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჩინეთს შეტყობინება ვაშინგტონმა უკვე გაუგზავნა.

ექსპორტის კონტროლს ვაჭრობის დეპარტამენტი ზედამხედველობს. შეზღუდვის განახლების მიზანია, ჩინეთს შეეზღუდოს წვდომა ჩიპების დამზადების უფრო მეტ ინსტრუმენტზე,“ აცხადებენ წყაროები.


შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და იაპონია, რომლებიც ერთად მსოფლიოში საუკეთესო ჩიპების მწარმოებელ აღჭურვილობას აკონტროლებენ, კოორდინაციაზე ამ წლის დასაწყისში შეთანხმდნენ.

ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადაჭარბებას და ექსპორტის კონტროლის ზომების ბოროტად გამოყენებას ჩინური საწარმოების უსაფუძვლოდ შეფერხების მიზნით,” - განაცხადა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა, ლიუ პენგიუმ.


ბაიდენმა 10 აგვისტოს მოაწერა ხელი  აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს.

შეზღუდვა შეეხება სამ სექტორს: ნახევარგამტარებს და მიკროელექტრონიკას, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ხელოვნული ინტელექტის გარკვეულ სისტემებს.