შუა დერეფანში ტრანსპორტირების ფასი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება - ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) გამტარუნარიანობა შეიძლება, 5-ჯერ გაიზარდოს, განაცხადა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მარატ კარაბაევმა ასტანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო ფორუმზე - „ახალი აბრეშუმის გზა.“

ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი ამ დერეფნის გავლით 18 დღეში გადის. ეს არის უმოკლესი მარშრუტი. აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზის ადმინისტრაციამ შექმნა ერთობლივი საწარმო. ეს კომპანია მოქმედებს როგორც სატრანსპორტო ოპერატორი მთელ მარშრუტზე. ჩვენ განვსაზღვრეთ ტრანსპორტირების ღირებულება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ეს ფაქტორი იზიდავს ტვირთის გადამზიდავებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრანსპორტირების ფასი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება,“ - განაცხადა კარაბაევმა.