ეროვნულმა ბანკმა 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა

6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა გასაყიდად 50 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716  შეადგინა.

„სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით,“ - აცხადებს ეროვნული ბანკი.