„ჰამასის“ თავდასხმის დრო კვლავ კითხვებს აჩენს. ხსენებულ საკითხზე ანალიტიკურ სტატიას BBC აქვეყნებს და წერს, რომ „ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრად უფრო ფართო ამბიციები ექნება. ბევრ უფრო ფართო საკითხზე, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგები გავლენას მოახდენს.“
„ეს უპრეცედენტო ესკალაცია მივიღეთ უპრეცედენტო დიპლომატიის დროს: საუდის არაბეთისა და აშშ -ის მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამეფოს მიერ ებრაული სახელმწიფოს აღიარებისკენ იყო მიმართული; უფრო დიდი ჩართულობა რიადსა და პალესტინის ხელისუფლებას, „ჰამასის“ მთავარ კონკურენტს შორის. „ჰამასმა“ ახლა ყუმბარა გაისროლა იმ „კულუარებში“, სადაც ეს ყველაფერი ხდება. და ამ ნაერთში ბევრი მოთამაშეა - ირანი, „ჰამასის“ მტკიცე მოკავშირე, ისევე როგორც რუსეთი. უკრაინის ომიც კი შეიძლება, ამ ორბიტაში აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ თავად „ჰამასიც“ გაყოფილია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედრო ფრთა სახიფათო ესკალაციას უძღვება, რომლის გავლენა შორსმიმავალი და ხანგრძლივი იქნება,“ - წერს BBC.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.
-
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა
-
როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“