Reuters-ის ცნობით, ლიბერიის დროშის ქვეშ მყოფი ნავთობპროდუქტების მზიდი ტანკერი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროზე ნაღმს შეეჯახა. ტანკერმა გუშინ ინციდენტის დროს მცირე დაზიანება მიიღო. ეკიპაჟი კი, უსაფრთხოდაა. განუცხადეს სააგენტოს წყაროებმა.
ეს არის ამ თვეში მეორე გემი, რომელიც მცურავ ნაღმს შეეჯახა. 6 ოქტომბერს თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ასევე ნაღმს შეეჯახა.
უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს."
შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონაშია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე.