NATO წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაზიანების შემდეგ, ბალტიის ზღვის პატრულირებას აძლიერებს. გაზრდილი ზომები მოიცავს დამატებით სათვალთვალო და სადაზვერვო ფრენებს, მათ შორის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებით, NATO-ს AWACS-ის თვითმფრინავებითა და დრონებით. „ნაღმების მონადირის“ 4 ფლოტი ასევე გაგზავნილია ტერიტორიაზე.
2022 წლის სექტემბერში, Nord Stream-ის დივერსიის შემდეგ, NATO-მ გააძლიერა პატრულირება კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად და ხელი შეუწყო ტექნოლოგიურ ინოვაციებს - მათ შორის თვითმფრინავებით - ნებისმიერი საეჭვო აქტივობის უკეთ აღმოსაჩენად. ამ წლის დასაწყისში ალიანსმა შექმნა წყალქვეშა ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო მექანიზმი მთავრობებს, სამხედრო, ინდუსტრიულ აქტორებსა და NATO-ს შორის კავშირების გასაღრმავებლად და მას შემდეგ დააარსა საზღვაო ცენტრიც.
ფინეთის გაზის ქსელის ოპერატორმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ (Balticconnector) მილსადენი საეჭვო გაჟონვის გამო დაიხურა.
ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ინციდენტი სავარაუდოდ, „გარე აქტივობით“ იყო გამოწვეული.