სერბეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინურმა სამხედრო ტექნიკამ სერბეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად გააძლიერა.
„სერბეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას გამოვყოფდი. ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობას და უამრავ ინვესტიციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა ინტერვიუში.
ცნობისთვის, ჩინეთისა და სერბეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პეკინში, სინ ძინპინმა ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სერბეთის მიერ საკუთარი სუვერებულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩევიჩის შეფასებით, ჩინური წარმოების FK-3-ის ტიპის საშუალო რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და CH-95 და CH-92A-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, "უდავოდ" იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემა, რომელიც სერბეთმა შეიძინა.
სერბეთმა ჩინეთისგან 2019 წელს შეიძინა FK-3 ტიპის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც რუსული S-300 სა და ამერიკული Patriot-ის მსგავსია. ამ ფონზე სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა გამწვავდა. ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი გააძლიერებს თავის შესაძლებლობებს დამოუკიდებლობის დასაცავად, მაგრამ მას არ დაუზუსტებია, შეიძენს თუ არა ჩინურ სამხედრო აღჭურვილობას.