23 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ თურქეთის მოკავშირე ძალებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში 3000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 5 ოქტომბრამდეა დაგეგმილი.
მანევრები სომხეთთან საზღვრებთან ტარდება.
სააგენტოების ცნობით, წვრთნები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეთნიკურად სომხების კონტროლს 2020 წლიდან აღარ ექვემდებარება.
პარალელურად, თეირანში ე.წ. 3+3 ფორმატის მონაწილეები შეიკრიბნენ.
შეხვედრას რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საქართველო არც ამჯერად იყო წარმოდგენილი.