„რუსეთი თანდათან კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ, სადაც სამხედროების, დაზვერვის, უსაფრთხოების ძალების და ოფიციალური პირების ანგარიშები მოისმინეს.
„მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს წვდომა მსოფლიო ბაზარზე. შედეგები კარგია. რუსეთი ნელ-ნელა კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე და უკან იხევს აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში... ჩვენ იქაც მივწვდებით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში გამუდმებით მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაო, რადგან რუსეთი პერიოდულად იყენებს ნაღმებს სამოქალაქო გემების დასაზიანებლად. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აკონტროლებს მის წყლებს, უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსული თვითმფრინავები ჰაერში კვლავ აქტიურობენ.