მედია: ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, შავი ზღვის წყალქვეშ ინტერნეტკაბელის გაყვანის ხარჯების 50% დაფაროს

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) მზადაა, შავი ზღვის წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის ხარჯების ნახევარი დაფაროს.

„ევროკავშირის (Global Gateway) პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის ქვეშ გასაყვანი ინტერნეტ კაბელი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს. პროექტი ამ ქვეყნებს ჩვენთან დააკავშირებს. EIB მზად არის, დაფაროს მთლიანი ხარჯების დაახლოებით ნახევარი,“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით.


Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი შავი ზღვის ქვეშ ელექტროკაბელის განვითარებას გეგმავს. პროექტი უნგრეთსა და რუმინეთს საქართველოსა და აზერბაიჯანთან დააკავშირებს და ბლოკის „მომარაგების უსაფრთხოებას“ გააძლიერებს.

ევროკავშირი შავი ზღვაში წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ რუსეთზე გამავალ ხაზებზე დამოკიდებულება შეამციროს. 45 მლნ ევროს ღირებულების, 1100 კმ სიგრძის კაბელი, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს. პროექტის მიზანია, რუსეთზე გამავალი სახმელეთო ბოჭკოვანი კომუნიკაციების ტრანზიტზე რეგიონის დამოკიდებულების შემცირება.