უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის პირობებში საყოველთაო არჩევნების ჩატარებაზე საუბარს "უპასუხისმგებლობა" უწოდა.
„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის დროს, როდესაც ბევრი გამოწვევაა, სრულიად უპასუხისმგებლობა იქნება არჩევნებთან დაკავშირებულ თემებში ჩართვა ასეთი არასერიოზული ფორმით,” - განაცხადა ზელენსკიმ 6 ნოემბერს, თავის ღამის ვიდეომიმართვაში.
„უნდა დავინახოთ, რომ ახლა თავდაცვის დროა, ბრძოლის დრო, რომელზეც დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მისი ხალხის ბედი... ვფიქრობ, ასეთ დროს არჩევნები არ არის მართებული," - დასძინა მან.