აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიულ დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის სამინისტროს შორის. ხელი მოეწერა დოკუმენტს SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ, ასევე, გაზის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის.
ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.
სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა განაცხადა, რომ „დღეს სერბეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთ ეკონომიკურ და ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი თავი გახსნეს, ხელი მოაწერეს კონტრაქტს გაზის მოცულობებზე, რომელსაც აზერბაიჯანი სერბეთს მიაწვდის.
აღსანიშნავია, რომ გაზის მიწოდების გარდა, ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს სერბეთისთვის თხევადი გაწის მიწოდებას, SOCAR-თან თანამშრომლობას და კომპანიის მონაწილეობას გაზის სავაჭრო ოპერაციებში, ასევე, გაზის ელექტროსადგურების მშენებლობაში.