სადირ ჯაფაროვი: ყირგიზეთი ტრანსპორტირების გაზრდის მიზნით, შუა დერეფნით ისარგებლებს

ყირგიზეთი აპირებს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით ისარგებლოს, ყირგიზეთიდან და ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და აზერბაიჯანში საქონლის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის. 

ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ბაქოში SPECA-ს სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია მულტიმოდალური ტრანსპორტის მოცულობის გაზრდის წახალისება და ამისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ შორის, სამართლებრივი რეჟიმების ჰარმონიზაციის გზით.

მისი თქმით, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაციის აუცილებლობა კვლავ აქტუალური რჩება ყირგიზეთისთვის. ეს შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ ან მეტ სატრანზიტო მარშრუტზე, შექმნის პირობებს ეკონომიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და შეამცირებს რისკებს საქონლისა და მგზავრების გადაზიდვისას.


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.