მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

„მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემადგენელი ნაწილია და 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთს წარმოადგენს," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო.

„დღეს მთავრობის სხდომაზე ვამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც გათვალისწინებული და განსაზღვრული იყო ისედაც და არის შემადგენელი ნაწილი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ამ გეგმას. 3 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაშიც და პარალმენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები, . 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი, სამოქმედო გეგმას მოვიწონებთ, თითოეულ ამ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც.

ამიტომ, ამასაც აქტიურად დავიწყებთ, დაწყებულია უკვე მუშაობა პრინციპში. ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და ამ ინფორმაციას მივაწოდებთ მათ. ჩვენი ყველას საერთო სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა ეს რეფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული ამ 9 ნაბიჯში, ამ 9 ნაბიჯის მიხედვით არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 27 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე.