აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბაქოში, სამმხრივ ფორმატში მე-10 შეხვედრის შემდეგ პროტოკოლს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტში ასახულია ერთობლივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დღეს ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.