მაიკ პომპეომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულობის გამო გააკრიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთის მონაწილეობამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში რეგიონში რისკი გაზარდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მოწოდება დიპლომატიური გზით საკითხის გადასაჭრელად.

პომპეომ გააკრიტიკა თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულობის გამო.

"თურქეთი კონფლიქტში ჩაერია და აზერბაიჯანს რესურსები მიაწოდა, რითაც გაიზარდა რისკი, საბრძოლო ძალა, ამ ისტორიულ ბრძოლაში",- განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, კონფლიქტის გადაჭრა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით.

”ამ კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობიანი დისკუსიით, არა შეიარაღებული კონფლიქტის გზით, არა რა თქმა უნდა, მესამე მხარის ქვეყნების ჩართულობით", - აღნიშნა პომპეომ.