ილია დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.


უწყების ცნობით, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან.

სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან.


ასევე წაიკითხეთ: