კახეთის რეგიონის სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო. USAID-ის მიერ თანადაფინანსებული ახალი საწარმო ყოველწლიურად, 40 ადგილობრივი ფერმერისგან მიღებულ 600 ტონამდე კაკალს გადაამუშავებს.
„USAID-ის ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ფერმერებსა და აგრობიზნესებს დაეხმარება, გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს საწარმო იმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის კეთილდღეობას და დაეხმაროს ფერმერებს, აგრობიზნესებსა და მოსახლეობას ისარგებლონ იმ პრიორიტეტებით, რაც ევროპიასთან დაახლოებას მოაქვს,“ - ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.