აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ NATO-ს შეუძლია, უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას. კერძოდ, ეს ეხება ნაღმებისგან გათავისუფლების შესაძლებლობებს, მათ შორის, საზღვაო ნაღმების, რაც გახსნის მარშრუტებს შავ ზღვაში.
„NATO-ს ასევე შეუძლია, უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში. შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფა კარგი დასაწყისია და ახლა ყველაფერი უკეთესადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალიანსს შეუძლია, მეტი გააკეთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში უშუალო დახმარებით. უკრაინა დასავლეთით NATO-ს ქვეყნებს ესაზღვრება, რაც საშუალებას იძლევა, გამოიყენოს შესაძლებლობები დიდი დასახლებების ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების საჰაერო თავდაცვისთვის,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში.