გამორიცხავს თუ არა აშშ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მიწვევას, ამ შეკითხვას უპასუხა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა და აღნიშნა, რომ საკითხით სპეკულირება მის ინტერესში არ არის.
„მე არ ვაპირებ სპეკულირებას. ჩვენ ძალიან ვართ ორიენტირებულნი, დავეხმაროთ უკრაინას ალიანსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული რეფორმების შესრულებაში. ჩვენ ვთქვით, რომ გვჯერა, რომ უკრაინის ადგილი NATO-შია და ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც ის გახდება სრულუფლებიანი წევრი,“ - განაცხადა ბლინკენის თანაშემწემ.
NATO-ს სამიტი მომავალ წელს ვაშინგტონში გაიმართება. ვილნიუსის სამიტზე უკრაინამ MAP-ის გარეშე გაწევრიანების პირობა მიიღო. კიევი იმედოვნებს, რომ მომავალ სამიტზე გაწევრიანების მიწვევას მიიღებს.