გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში პირველი ჯავშანტექნიკის წარმოებას 2024 წელს გეგმავს

გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოების დაწყებას 2024 წელს გეგმავს.

Reuters-ის ცნობით, კომპანიას სურს, მომავალი წლის დასაწყისიდან, უკრაინაში Fuchs-ისა და Lynx-ის ჯავშანტექნიკის აწარმოოს.


„კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჩვენ გვსურს, რომ პირველი Fuchs-ი 6-7 თვეში, ხოლო პირველი Lynx-ი 12-13 თვეში დავასრულოთ,“ - განაცხადა გერმანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა. უკრაინის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დასავლურ მწარმოებლებთან თანამშრომლობა იარაღის შიდა ინდუსტრიის აღორძინებას ხელს შეუწყობს.