გერმანული კომპანია, Rheinmetall Concern-ი უკრაინისთვის 142 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვს დაამზადებს.
„2024 წელს Rheinmetall გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს საბრძოლო მასალის წარმოება გერმანიაში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მდებარე ქარხნებში, რაც უზრუნველყოფს 700 000-მდე საარტილერიო ჭურვის წლიურ წარმოებას. უკრაინისთვის დაახლოებით 40 000 წინასწარ შეკვეთილი ჭურვის წარმოება და მიწოდება 2024 წელს იგეგმება," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.