სერბეთმა ბულგარეთთან ინტერკონექტორის მშენებლობა დაასრულა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.
ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა განაცხადა.
„სერბეთი-ბულგარეთის გაზსადენი არის პირველი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც დროულად, 12 თვეში დასრულდა. სულ რაღაც ერთი წლის წინ დავიწყეთ სამუშაო და 12 თვის თავდადებული შრომის შედეგად, ველოდებით გაზსადენის საცდელ რეჟიმში მუშაობის დაწყებას, კვირის ბოლომდე,“ - განაცხადა მინისტრმა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.