სერბეთი 2024 წლიდან, აზერბაიჯანისგან წელიწადში 400 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა.
AFP წერს, რომ ეს სერბეთს გზას უხსნის, დასრულდეს ბალკანეთის ქვეყნის თითქმის სრული დამოკიდებულება რუსულ გაზზე.
ბაქოში ვიზიტისას სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ კომერციული ხელშეკრულება გაფორმდა Srbijagas-სა და SOCAR-ს შორის, სერბული და აზერბაიჯანული გაზის კომპანიებს შორის, რაც სერბეთს აზერბაიჯანიდან 400 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის იმპორტის საშუალებას მისცემს.
სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის გაზზე, დიდი ხანია გეგმავს აზერბაიჯანიდან გაზის შეძენას მას შემდეგ, რაც ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დასრულდება.
მისი ექსპლუატაციაში შესვლა უახლოეს მომავალში იგეგმება.