ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.
დღეისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია და აზერბაიჯანის გამოყოფილი საკრედიტო ხაზიდან 756 მლნ დოლარია ათვისებული.
პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება, რის შემდეგაც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო უბანი ექსპლოატაციაში შევა.