თურქეთში საერთაშორისო სწავლება Nusret-2023 დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
- სწავლება Nusret-2023 თურქეთის საზღვაო ძალების, მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით გაიმართა.
„სწავლების დროს წარმატებით შესრულდა ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაო, რაც ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. წვრთნებში აზერბაიჯანთან ერთად, ბაჰრეინი, ბრაზილია, ბულგარეთი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ქუვეითი, მალაიზია, პაკისტანი და ომანი მონაწილეობდნენ.