ტაილანდში სამი თვეა საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის ხელისუფლებამ ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. საპასუხოდ ბანკოკის ცენტრში სამ თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროდემოკრატიული საპროტესტო აქცია გაიმართა. კომენდანტის საათის მიუხედევად, რომელიც 18:00-ზე იწყება, აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ შემდეგ დღეს კვლავ შეიკრიბებოდნენ.
დემონსტრანტები ტაილანდის პრემიერ მინისტრის პრაიუთ ჩან-ოჩას გადადგომას და მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნის ძალაუფლების შემცირებას ითხოვენ. პრემიერ მინისტრი პრაიუთ ჩან-ოჩა ხელისულებაში 2014 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოვიდა.
პოლიციის თანახმად, ისინი დააპატიმრებდნენ ყველა დემონსტრანტს, თუმცა არ განუმარტავს, როგორ წარუდგენდნენ ბრალდებებს ათიათასობით ადამიანს.
სამეფო სასახლეს დემონსტრანტებსა და მათ მოთხოვნებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ დრომდე ხელისფულება აქციების ჩატარებას დიდწილად ხელს არ უშლიდა, თუმცა მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც დემონსტრანტებმა ქვეყანაში დაბრუნებული დედოფალი სუთჰიდას კორტეჟს აქცია მოუწყვეს. მეფე და დედოფალი დროის უმეტეს ნაწილს ევროპაში ატარებენ. ამჯერად ისინი რამდენიმე კვირით გერმანიიდან დაბრუნდნენ. აქციის შემდეგ პოლიციამ ოცამდე დემონსტრანტი დააპატიმრება, დამაპიმრებულებს შორის იყო პროტესტის სამი ლიდერიც. ტაილანდში სამეფო ოჯახის კრიტიკა და შეურაცხყოფა კანონის დონეზე მკაცრად ისჯება.
ბოლო სამი თვის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდა ტაილანდელია. აქციებში ყველაზე აქტიურად სტუდენტები მონაწილეობენ. პროტესტს სკოლის მოსწავლეებიც გამოხატავენ.
პროტესტები ტაილანდში მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ რაც პოპულარული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი წინ იძულებული გახდა დაშლილიყო. 2019 წლის მარტში ტაილანდში 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველი არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად პრემიერ მინისტრის პოსტი პრაიუთ ჩან-ოჩამ შეინარჩუნა, თუმცა პარტია მომავალი წინ მესამე ადგილზე გავიდა და პარლამენტში შევიდა.თუმცა 2020 წლის თებერვალში სასამართლოს თანახმად პარტიამ პარტიის ლიდერისგან, თანათორნ ჯანგურნგრუანკიტისგან სესხი აიღო, რომელიც შემოწირულობად შეფასდა, რაც კანონით აკრძალულია. პარტია იძულებული გახდა დაშლილიყო, რასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
პროტესტი COVID-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა. თუმცა საპროტესტო აქციები ივნისში განახლდა, მას შემდეგ რაც პროდემოკრატიული აქტივისტი გაუჩინარდა.
ვანჩალეარმ სატსაკსიტი, რომელიც 2014 წლის შემდეგ კამბოჯაში გადასახლებაში ცხოვრობს, ქუჩიდან გაიტაცეს. დემონსტრანტები შემთხვევაში ტაილანდის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მთავრობა ბრალდებას უარყოფს.
ბოლო თვეების განმავლობაში ხალხი აქტიურად ეწინააღმდეგება მეფის გადაწყვეტილებას, რომლითც მან სამეფო გვრიგვინის ქონება თავის პირად ქონებად გამოაცხადა, რის შემდეგაც მეფე ტაილანდის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ამ დრომდე ის სახელმწიფოს ანგარიშზე იყო და მოსახლეობის სასარგებლოდ. გამოიყენებოდა.
მჯელობის საგანი გახდა მეფის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მად ბანკოკში დაფუძნებული სამხედრო ძალების განკარგვის უფლება მიეცა. მეფის ხელში სამხედრო ძალის მობილიზება თანამედროვე ტაილანდისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.