ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობენ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებში ხელსაყრელი პირობებით ჩართვა შეძლოს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის პირველმა მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონათან ფაინერმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
ფაინერმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს. მან გაამჟღავნა, რომ ეს საკითხები განიხილებოდა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში გამართულ კონფერენციაზე, რომელშიც შეერთებული შტატების, უკრაინისა და ევროპის ინდუსტრიის წარმომადგენლები და მთავრობები მონაწილეობდნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი შედგა, მაგრამ მოგვიანებით შეჩერდა. უკრაინის პირობით: მოლაპარაკებების განახლებისთვის რუსეთმა: მთლიანად უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია.
ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა ტელეარხმა NBC News-მა, ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირების კომენტარენზე დაყრდნობით დაწერა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთთან უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის განხილვა, თუმცა არა საჯაროდ. სავარაუდოდ, ისინი უკრაინის მხრიდან რაღაც ქმედებებს ელიან. იმავდროულად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ეს მტკიცება და აღნიშნა, რომ რომ აშშ და ევროკავშირი ზეწოლას არ ახდენენ უკრაინაზე რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების თაობაზე.