ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მიღებამდე, კულება ბრიუსელს ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 11-12 დეკემბერს ეწვევა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიმიტრო კულება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მინისტრი უმთავრეს ყურადღებას გაამახვილებს 14-15 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უნდა მიიღოს. 

ცალკე მნიშვნელოვანი თემა იქნება უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მობილიზება და იარაღის, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის ერთობლივი წარმოება. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, კულება ასევე მიიღებს მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

2023 წლის ,,გაფართოების პაკეტში,“ რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს შესახებ ანგარიში პირველად გამოქვეყნდა.

უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დაუჭირა მხარი.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.