რუმინეთი სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მიესალმება

რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას კასპიის რეგიონში რესურსების განვითარებისთვის, მტკიცედ არის ერთგული სამხრეთ გაზის დერეფნის პროგრესის და გაფართოების, ევროკავშირის ახალი ბაზრებისკენ.


სამინისტროს ცნობით, კასპიის რეგიონი ამჟამად სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუმინეთი აქტიური მხარდამჭერია „მწვანე დერეფნის“ პროექტის, რომელიც რეგიონული პარტნიორების მიერ (აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი) ჩამოყალიბდა.

სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება.

2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.