უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი წინადადებით აღწერა მისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც.