როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს: მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მომხრეთა პასუხები

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ქვეყანამ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს. ხსენებულ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების 37% იზიარებს. ახალი კვლევა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღებამდე ჩატარდა.

ამონარიდი NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიდან


ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს: პროდასავლური; ოპოზიციის მხარდამჭერთა 46%-ის აზრით - პროდასავლური; 36% კი, იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც არ დაასახელეს პარტია, პროდასავლურ კურსს ირჩევს.


„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა NATO-სთან. ამავე თეზისს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა 3%. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 1% და ოპოზიციის მომხრეთა 3% მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს.


„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა NATO-სთან. ამავე თეზისს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა 3%.

მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 1% და ოპოზიციის მომხრეთა 3% მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს.

კვლევის თანახმად, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ან ინსტიტუტი) და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.


ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.


აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.


კვლევის შეჯამება ამ ბმულზე ნახეთ.