მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება და დროის განახევრება შეუძლია

მსოფლიო ბანკი მზადაა, მხარი დაუჭიროს შუა დერეფნის განვითარებას. მსოფლიო ბანკმა ანალიზის ჩატარებით უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ გამოქვეყნებული ანგარიში ყურადღებას ამახვილებდა აზერბაიჯანზე, ყაზახეთსა და საქართველოზე, როგორც შუა დერეფნის მთავარ აქტორებზე.


„ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2030 წლისთვის, სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგების და ტრანსპორტირების დროის განახევრების პოტენციალი აქვს.


წარსულში შუა დერეფანი არც ისე საინტერესო იყო ერთი დიდი ქვეყნის ჩრდილოეთით უწყვეტი მარშრუტის გამო. თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ის უფრო საინტერესო გახდა, მაგრამ სამუშაო უნდა ჩატარდეს ინვესტიციებისა და რეფორმების მიმართულებით, რათა ის მართლაც სიცოცხლისუნარიანი გახდეს,“ - განაცხადა პრაისმა.