გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა მიიღო ძირითადი შეკვეთა ავსტრიისგან, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია სურს. შეკვეთის ღირებულება 532 მილიონი ევროა. პროექტი მომავალი წლის თებერვალში დაიწყება და სავარაუდოდ, 48 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
კომპანიის განცხადებით, Rheinmetall ევროპაში საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს განახორციელებს.
Rheinmetall AG-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, არმინ პაპერგერი სიახლეს მიესალმა.
„ამ ფლაგმანურ პროექტში ავსტრია ევროპაში საზენიტო და საჰაერო თავდაცვის წინა ხაზზეა. ავსტრიის ეს მთავარი შეკვეთა ასევე ხაზს უსვამს Rheinmetall-ის მთავარ როლს ევროპის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებაში ახალი საფრთხეების საპასუხოდ,“ - აღნიშნა პაპერგერმა.
გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ.
ინიციატივას ასევე შეუერთდნენ ნეიტალური ავსტრია და შვეიცარია.