რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები შეაქო და მათ "პროეროვნულები" უწოდა. პუტინმა 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ორი პოლიტიკოსი არა პრორუსები, არამედ, თავიანთი ქვეყნის ინტერესების დამცველები არიან.
„ფიცო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, ვიქტორ ორბანი უნგრეთში. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, ისინი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი არიან პროეროვნულები, ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს," - აღნიშნა პუტინმა.
ორბანი უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების მთავარი მოწინააღმდეგეა. მას პოზიცია არც სამიტის წინ გამართული შეხვედრების შემდეგ შეუცვლია. ფიცო კი სლოვაკეთის ახალი პრემიერია, რომლის მთავრობის პირობებში უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერეს.