დღეს საქართველოს ოკუპაციის დღეა. ძალიან ცოტამ თუ იცის, იმის შესახებ, რომ 1921 წელს, ტაბახმელასთან რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ჰ,არვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, 35 წლის რობერტ ბლეიკიც იბრძოდა.
ამის შესახებ Europetime-ს ეკატერინე კობახიძემ უამბო. კობახიძის ცნობით, ბლეიკი ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაიჭრა. იმავე წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში დაბრუნდა და 9 წელი ჰარვარდის ბიბლიოთეკის დირექტორი იყო.
ამერიკელი ორიენტალისტი და ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი საქართველოში პეტერბურგის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა. ამერიკელი მეცნიერი ნიკო მარის მოსწავლე იყო და ქართველოლოგიც გახდა. პეტერბურგის უნივერსიტეტში ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა. 1918- 1921 წლებში კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს.
რობერტ ბლეიკს ნაშრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამერიკის სამეცნიერო წრეებში. ამერიკული ბიზანტინოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის მიჩნეული. ამერიკელმა პროფესორმა მთელი გულით შეიყვარა ქართული კულტურა და საქართველო.
„მეცნიერმა არაერთი ნაშრომი გამოსცა ქართულ ძეგლებზე. ასეთი ადამიანები ქმნიდნენ თსუ-ს!", - განუცხდა Europetime-ს ეკატერინე კობახიძემ.
მან ასევე ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერების შესწავლაში, რომელთაგან მრავალი ბლეიკმა აღმოაჩინა პალესტინაში და ათონის მთაზე.
პროფ. რობერტ ლი ვოლფი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ბლეიკი ჰარვარდის უნივერსიტეტში პროფესორია 1920 წლიდან. 1921 წელს ის უკვე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო როცა, საქართველოს თავისუფლებისთვის, ტაბახმელასთან ბოლშევიკებს ებრძოდა.
სოციალურ ქსელში ნინა ჭაიჭიაშვილი წერს, რომ ბლეიკი 1921 წელს ათონის მთაზე იყო, მორგანის მიერ დაფინანსებულ ექსპედიციაში. ამ დროს მისი მეუღლე კრიჟანოვსკაია თბილისში ქართული ხელნაწერების ფოტოპირებს იღებდა, რომლებიც ახლაც ჰარვარდში ინახება.
„ნიკო მარის მოსწავლე იყო. ყველაზე დიდი ბედნიერება კი მე-10 საუკუნის ქართული ხელნაწერის აღმოჩენამ მიანიჭა", - წერს ჭაჭიაშვილი.
თეკლა ოსეფაშვილის ცნობით, ბლეიკმა გამოაქვეყნა სტატია ბერთის ოთხთავის შესახებ, „ბლეიკმა აღწერა იერუსალიმში დაცული ქართული ხელნაწერები. ფილოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის და, ზოგადად, საქართველოს კულტურით და ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან ცნობილი სახელია“, - წერს თეკლა ბუკია.
რობერტ პიერპონ ბლეიკი დაიბადა სან-ფრანცისკოში 1886 წლის პირველ ნოემბერს. როგორც ჯონ ჰარვარდის მოგზაური სტიპენდიანტი, იგი ძირითადად სწავლობდა და მუშაობდა 1911–1918 წლებში რუსეთში, სადაც რუსულ ენას დაეუფლა და დაიწყო არაბული, სირიული, ქართული და სომხური ენის შესწავლა.
1918 წელს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ჩამოვიდა საქართველოში, რათა განეახლებინა თბილისის ხელნაწერთა ურთიერთსაწინააღმდეგო კატალოგები. მან გამოიკვლია ბიბლიის სხვადასხვა ტექსტი. 1918 წელს ახლად დაფუძნებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.
ბერძნულ ენას და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა მანამ სანამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გასაბჭოება მოხდებოდა. როგორც მოხალისე, იბრძოდა რუს დამპყრობლებთან თბილისის მახლობლად ტაბახმელასთან, 1921 წლის თებერვალში. რობერტ ბლეიკი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შეერთებულ შტატებში ბიზანტიისტიკის შესწავლაში. მ. ის 1950 წლის 9 მაისს გარდაიცვალა კემბრიჯში, მასაჩუსეტსი.
მისმა ვაჟმა იგორ რობერტმა წიგნში „In Search of Byzantium, a Biography: The Life of Robert Pierpont Blake“ (1996). დეტალურად აღწერა მამის ბიოგრაფია