NATO-ს წევრების და შავი ზღვის აუზის ქვეყნების, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები 2024 წლის 11 იანვარს, სტამბოლში, სამმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში ტერიტორიული წყლების განაღმვაა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა.
ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი მათი ტერიტორიული წყლების ნაღმებისგან გასაწმენდად, ერთობლივი დანაყოფის შექმნას გეგმავდნენ.