სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს დღეს საღამოს იწყებს. ინფორმაცია Europetime-ს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში დაუდასტურეს.
კოლომინა საქართველოში ბოლოს მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა.
NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში, NATO შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდას იმედოვნებს, პარალელურად, კონცეტრირებულია წევრობისთვის უკრაინის საბოლოო მომზადებაზე, საქართველოსთვის კი, NATO შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის ღონისძიებებს უზრუნველყოფს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რაზეა კონცეტრირებული NATO, საქათველოს მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის კვალდაკვალ და ამ კონტექსტში რას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად ალიანსი თბილისთან ურთიერთობაში. ინტერვიუს თემა ასევე იყო უკრინა და შავი ზღვის უსაფრთხოება.