NATO-მ საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერების გზები განსაზღვრა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტს აჯამებს. მან X-ზე განთავსებულ პოსტში მიუთითა, რომ მისი ვიზიტის დროს, NATO-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების გზები გამოკვეთა.

„ამ ისტორიული წლოს ბოლოს, თბილისში დაბრუნება კარგია. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ ღარიბაშვილთან, სპიკერ პაპუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩაიშვილთან და თავდაცვის სამინსიტროში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოს ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილება მივულოცე. ამასთანავე, გამოვიკვლიე NATO-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების გზები,“ - წერს კოლომინა.