ნიდერლანდელი მინისტრი: ახლა თუ რუსეთს უკრაინაში არ შევაჩერებთ, ის უფრო შორს წავა

„ახლა თუ რუსეთს უკრაინაში არ შევაჩერებთ, ის უფრო შორს წავა. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა,“ ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჯეფრი ვან ლეუვენმა უკრაინასთან ინტერვიუში განაცხადა.


„რუსეთის აგრესიული ომი უნდა შეწყდეს და კიდევ, თუ მათ ახლა არ შევაჩერებთ, უფრო დიდი ომი იქნება, რადგან რაღაც მომენტში ისინი NATO-ს ტერიტორიის გამოცდასაც შეეცდებიან. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე ჩვენ ევროპაში რთულ ვითარებაში ვიქნებოდით. არ ვარ დარწმუნებული, რომ აშშ არ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. ეს შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, მაგრამ დღეს აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ამას ევროპა გააკეთებს მომავალ თვეში,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 2,6 მილიარდით მეშვიდე ადგილზეა.