უკრაინა და NATO-ს წევრი ქვეყნები იარაღს ერთობლივად უკვე აწარმოებენ

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა და NATO-ს წევრი ქვეყნები იარაღს ერთობლივად უკვე აწარმოებენ.

დანილოვის შეფასებით, თქმით, დღეს უკრაინა აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც NATO-ში არსებობს.

„NATO-ს ქვეყნებთან იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს. სხვა საქმეა, რომ წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს არის ტექნიკური პროცესები, რომელსაც ამუშავებენ შესაბამისი ინსტიტუტები და შესაბამისი ხალხი. განვითარებები, რაც ქვეყანაში გვაქვს, აოცებს ჩვენს პარტნიორებს და აოცებს მათ არაერთხელ. არის პროდუქტები, რომლებიც უმაღლეს დონეზეა გლობალური სამხედრო ინდუსტრიის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა დანილოვმა.