პრაღის უნივერსიტეტში სროლისას 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა - BBC

ჩეხეთის პოლიცია აცხადებს, რომ პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიცია აცხადებს, რომ შეიარაღებული პირი გაანეიტრალეს და რომ შენობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კარლის უნივერსიტეტში მოხდა. 
 
Reuters-ის ცნობით, უნივერსიტეტის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ „დარჩნენ ადგილზე“.
 
პრემიერ მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მან გააუქმა მომავალი ღონისძიებები "ტრაგიკული მოვლენების" ფონზე.