პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში სულ მცირე 15 ადამიანი მოკლა, სტუდენტი იყო. კიდევ 24 ადამიანი დაშავდა. პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირი გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სტუდენტი პრაღის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო, მისი მამა კი, დღეს, ხუთშაბათს იპოვეს გარდაცვლილი. სროლა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მოხდა - მას ტერორისტული ინციდენტის კვალიფიკაციას არ აძლევენ.
„მასობრივი სროლა არ არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმთან,“ განუცხადა ჟურნალისტებს ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა.
როგორც BBC წერს, ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი შთაგონებული იყო მსგავსი ხოცვა-ჟლეტით, რომელიც საზღვარგარეთ მოხდა.
თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო.