„გერმანიის ვაიმარის კონსტიტუცია, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციამდე ორი წლით ადრე მიიღეს, შეიძლება იყოს გამაფრთხილებელი მაგალითი. მაგალითი იმ წყობისა, რომელიც არა გარე, არამედ შიდა აგრესიის შედეგად დაინგრა. მაგალითი დემოკრატიისა, სადაც ძალიან ბევრი მებრძოლი და ძალიან ცოტა დემოკრატი იყო. ჩვენმა ქვეყნებმა მეორე შანსი მიიღეს“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს მომიწვიეთ საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციისა და საბჭოთა ოკუპაციის მემორიალური დღის აღსანიშნავად.
ეს ორი თარიღი, რომლებსაც სულ რამდენიმე დღე აშორებთ ერთმანეთისგან, მკაფიო ენით გვესაუბრება. მაშინ, ასი წლის წინ, საქართველოს არ მიეცა თავისი კონსტიტუციის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა. ისტორიის გზავნილს არ სჭირდება ინტერპრეტაცია. ის ყველა ჩვენგანისთვის ნათელია:იცხოვრეთ თქვენი კონსტიტუციით! მუდამ თან იქონიეთ და გახსოვდეთ იგი! დაიცავით იგი თქვენი გონების მთელი ძალით - თუნდაც იგი იყოს თქვენი საკუთარი ვიწრო ინტერესების, თქვენი პირადი იმპულსების წინააღმდეგ! კონსტიტუცია პოლიტიკის დეპერსონალიზაციას ახდენს. ვინც არ უნდა იყო - შენ არ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი მასში, და არც შენი პარტია.
დემოკრატიული კონსტიტუცია გაძლევთ უფლებებსა და თავისუფლებებს. მაგრამ კონსტიტუციური პოლიტიკა ხორციელდება ინსტიტუციების საშუალებით. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. სწორედ მათ აქვთ ლეგიტიმაცია. გერმანიის ვაიმარის კონსტიტუცია, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციამდე ორი წლით ადრე მიიღეს, შეიძლება იყოს გამაფრთხილებელი მაგალითი. მაგალითი იმ წყობისა, რომელიც არა გარე, არამედ შიდა აგრესიის შედეგად დაინგრა. მაგალითი დემოკრატიისა, სადაც ძალიან ბევრი მებრძოლი და ძალიან ცოტა დემოკრატი იყო. ჩვენმა ქვეყნებმა მეორე შანსი მიიღეს“, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.