რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ იარაღის მწარმოებელ Rheinmetall-თან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც Oerlikon GDF 103-ის საზენიტო საარტილერიო სისტემების მოდერნიზებას ისახავს მიზნად.
Rheinmetall-ისთვის ეს არის პირველი დიდი შეკვეთა რუმინეთიდან, NATO-დან ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან. დაახლოებით 328 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი მოიცავს ოთხი სისტემის მიწოდებას, ასევე ტრენინგს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა მომსახურებას. ორი სისტემის მიწოდება იგეგმება მომდევნო ორი წლის განმავლობაში და კიდევ ორის - სამი წლის განმავლობაში.
რუმინეთის ქალაქ სატუ მარეში, უკრაინისა და უნგრეთის საზღვრებთან ახლოს, რამდენიმე თვეა, Rheinmetall-ის სერვის ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამხედრო ტექნიკის მოვლა-შეკეთება მიმდინარეობს.